აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი სერბეთის ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრს სინისა მალის და ენერგეტიკის მინისტრს დუბრავკა ჯედოვიჩს სეხვდა.
ამის შესახებ მინისტრმა Twitter-ზე დაწერა.
შეხვედრაზე განიხილეს ბუნებრივი გაზის, ელექტროენერგიის და მწვანე ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები.
შეგახსენებთ, რომ სერბეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღებას 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს.